“რესპუბლიკურის” პროექტის ბიუჯეტი ₾160 მილიონია – ჯანდაცვის მინისტრი

“რესპუბლიკურის” პროექტის ბიუჯეტი ₾160 მილიონია – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 160 მილიონი ლარია. მან ამის შესახებ რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა სახის სამუშაოების დასრულებას 4 წელი დასჭირდება, რეაბილიტაციის შემდეგ კი, კლინიკა მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტები ყველაზე თანამედროვე სერვისების მიღებას შეძლებენ.

„ჩვენი გამოთვლებით, საორიენტაციო ბიუჯეტი პროექტის განსახორციელებლად, ყველა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდებული, 160 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად, დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. კობახიძის გადაწყვეტილებით დაანონსდა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…